"ბილაინმა" თბილისში, თორნიკე ერისთავის #6-ში, კორპორატიული აბონენტების მომსახურების ახალი ოფისი გახსნა. ოფისში მომხმარებელს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია ბილაინის კორპორატიული მომსახურების შესახებ, გააფორმოს კონტრაქტი და შეიძინოს სხვადასხვა სახის მოწყობილობა. ბილაინის კორპორატიული მომსახურება განკუთვნილია მცირე, საშუალო და მსხვილი ზომის კომპანიებისთვის და მოიცავს: მომსახურებების ფართო სპექტრს; ინდივიდუალურ მიდგომას; კორპორატიული აბობენტების საქმიანობის სფეროსა და ბიზნესსექტორზე მორგებულ შეთავაზებებს; ასევე სატელეფონო ნომრის დაყენების შესაძლებლობას ინტერნეტის ქსელის გამოყენებით. აღსანიშნავია, რომ ბილაინის კორპორატიული აბონენტები ასევე სარგებლობენ სპეციალური შეთავაზებებითა და ფასდაკლებებით მოწყობილობებზე. ბილაინი, საერთაშორისო ჯგუფ "ვიონის" წევრია. “ვიონი საქართველო“ დინამიურად განვითარებადი კომპანიაა, რომლის მიზანია ქვეყანაში შექმნას ის პროდუქტები და მომსახურებები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ადამიანების ცხოვრების დონის გაუმჯობესებას და ქვეყნის სოციალურეკონომიკურ განვითარებას