IDFI (აიდიეფაი) პირველადი ტექნიკური ინსპექტირების შესახებ კვლევას აქვეყნებს. ორგანიზაციის მონაცემებით, ტექინსპექტირება ჩაუტარდა სულ 232,470 ავტოსატრანსპორტო საშუალებას, საიდანაც დაახლოებით 118 ათასმა მანქანამ შემოწმება გაიარა, 115 ათასი კი დახარვეზდა. განმეორებითი შემოწმება 80 000 ათასმა მანქანამ გაიარა, საიდანაც ხარვეზი დაუდგინდა მხოლოდ 4 330 ავტომობილს. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ 2000 წლამდე გამოშვებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნახევარზე მეტი წარმატებით გადის ტექნიკურ ინსპექტირებას, თუმცა გარემოს დაცვის კომიტეტის მოკვლევის ანგარიშში ერთ-ერთ მოსაზრებად ხუთზე მეტი წლოვანების ავტომობილებისათვის გარკვეული პროცედურების გამკაცრება, მათ შორის განბაჟების გადასახადის ზრდასაც მოიცავს. კვლევის თანახმად, ტექინსპექტირებებში ჯამში 20 მილიონ ლარამდეა დახარჯული. ლკვლევის ავტორების განცხადებით, მათ გამოითხოვეს ინფორმაცია ხარვეზების დადგენის საფუძვლებთან დაკავშირებით, თუმცა ეს ინფორმაცია უწყებისგან ვერ მიიღეს, რაც სრული სურათის ჩამოყალიბებას ხელს უშლის.