დავით ზალკალიანი - როცა პრეზიდენტი ვიზიტით მიემგზავრება, სასაუბრო თემატიკას, რა საკითხებზე გაამახვილოს ყურადღება, საგარეო უწყება უმზადებს - Palitra News

დავით ზალკალიანი - როცა პრეზიდენტი ვიზიტით მიემგზავრება, სასაუბრო თემატიკას, რა საკითხებზე გაამახვილოს ყურადღება, საგარეო უწყება უმზადებს

2019-06-05 12:56:26+04:00

საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, ნებისმიერი თანამდებობის პირისთვის, რომელიც ვიზიტით მიემგზავრება, სასაუბრო თემატიკას, რაზეც ყურადღება უნდა გამახვილდეს, საგარეო უწყება ამზადებს. ამის შესახებ დავით ზალკალიანმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის აზერბაიჯანში ვიზიტზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, მიწოდებული ჰქონდა თუ არა პრეზიდენტს სასაუბრო თემატიკის შესახებ ინფორმაცია და შეთანხმებული იყო თუ არა ზურაბიშვილის განცხადებები, რომელიც მან ბაქოში გააკეთა, საგარეო უწყებასთან.