დავით ზალკალიანი - მიმდინარეობს მუშაობა, რათა დავით გარეჯში ექსპერტები ორივე მხარისთვის მისაღებ ვადებში ჩავიდნენ - Palitra News

დავით ზალკალიანი - მიმდინარეობს მუშაობა, რათა დავით გარეჯში ექსპერტები ორივე მხარისთვის მისაღებ ვადებში ჩავიდნენ

2019-06-05 12:02:47+04:00

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა, რათა დავით გარეჯში ექსპერტების ვიზიტი როგორც აზერბაიჯანული, ისე ქართული მხარისთვის მისაღებ ვადებში შედგეს. მისივე განმარტებით საუბარია ექსპერტებზე, რომლებიც ამჟამად ორმხრივი კომისიის შემადგენლობაშიც შედიან.