"წყალში ეხრჩობათ შინაური ცხოველები" - ჩავარდება თუ არა ტურისტული სეზონი თუშეთში და რატომ გააუქმეს ჯავშნები ქართველმა და უცხოელმა ტურისტებმა? - Palitra News

"წყალში ეხრჩობათ შინაური ცხოველები" - ჩავარდება თუ არა ტურისტული სეზონი თუშეთში და რატომ გააუქმეს ჯავშნები ქართველმა და უცხოელმა ტურისტებმა?

2019-06-04 18:35:25+04:00

თუ­შეთ­თან და­მა­კავ­ში­რე­ბელ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე არ­სე­ბუ­ლი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა, ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა, კი­დევ უფრო გა­უ­ა­რეს­და. ერ­თა­დერთ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე, სო­ფელ ხი­სოს­თან, მდი­ნა­რე მცი­რე ალაზ­ნის და­გუ­ბე­ბის გამო, ტბა არის წარ­მოქ­მნი­ლი, რო­მე­ლიც გზა­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბას შე­უძ­ლე­ბელს ხდის. რო­გორც ქარ­თვე­ლი, ისე უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბი, რომ­ლებ­საც წი­ნას­წარ აქვთ და­ჯავ­შნი­ლი სა­ო­ჯა­ხო სა­ტუმ­რო­ე­ბი თუ­შეთ­ში, აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო შეშ­ფო­თე­ბას გა­მოთ­ქვა­მენ და ითხო­ვენ კოკ­რე­ტულ პა­სუხს კი­თხვა­ზე, თუ რო­დის აღ­დგე­ბა გზა. გარ­და ტუ­რის­ტუ­ლი პრობ­ლე­მი­სა, ეს მნიშ­ვნე­ლო­ვან პრობ­ლე­მას უქ­მნის იქა­ურ მო­სახ­ლე­ო­ბა­საც. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ სო­ფელ ხი­სოს­თან არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, მათ ხში­რად ეღუ­პე­ბათ ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შარ­შან გზის აღ­დგე­ნით სა­მუ­შო­ებს ერთი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა, რომ­ლი­თაც 56 წლის ტა­რი­ელ სა­ხო­კია გზის აღ­სად­გე­ნად ქვა-ღორღს ეზი­დე­ბო­და, მდი­ნა­რე ალა­ზან­ში გა­და­ვარ­და.