უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი დღეს ევროკავშირის მაღალჩინოსნებს შეხვდება. უკრაინის ახალარჩეული პრეზიდენტი ბრიუსელში პირველი საგარეო ვიზიტით იმყოფება. როგორც ევრონიუსი წერს, შეხვედრის დროს მხარეები უკრაინის შიდა პოლიტიკურ რეფორმაზე და რუსეთის აგრესიაზე ისაუბრებენ. ოფიციალური კიევი და ბრიუსელი უკვე აქტიურად განიხილავენ, თუ როგორ შეიძლება მათი ერთობლივი მუშაობა გაგრძელდეს. უკრაინის პრეწზიდენტი მოგვაინებით ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგსაც შეხვდება, ხვალ კი მას ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან აქვს დაგეგმილი შეხვედრა.