კანადის საელჩო ვენესუელაში მუშაობას წყვეტს - Palitra News

კანადის საელჩო ვენესუელაში მუშაობას წყვეტს

2019-06-03 11:24:36+04:00

კანადის საელჩო ვენესუელაში მუშაობას წყვეტს. როგორც კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა კრისტია ფრილანდმა განაცხადა, ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს რეჟიმმა ყველა ნაბიჯი გადადგა იმისათვის, რომ ქვეყანაში სხვა ქვეყნების საელჩოების ფუნქციონირება შეეზღუდა.

"სამწუხაროდ თვის ბოლოდან კანადელი დილომატები ვენესუელაში ვეღარ შეძლებენ დიპლომატიური აკრედიტაციის მოპოვებას მადუროს რეჟიმის ქვეშ, ამიტომაც მათ სამუშაო ვიზას ვადა გაუვა. ჩვენ სხვა გზა აღარ გვაქვს გარდა იმისა, რომ შევაჩეროთ კანადის საელჩოს მუშაობა ვენესუელაში", - განაცხადა ფრილანდმა.

მისივე თქმით, კანადა გადახედავს ვენესუელელი დიპლომატების სტატუსს, რომლებიც კანადაში მუშაობენ. შეგახსენებთ, კანადამ ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო დროებით პრეზიდენტად აღიარა.