ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს ბრალი ოფიციალურად წარედგინა - Palitra News

ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

2019-05-31 14:13:30+04:00

ბათუმის ყოფილ მერს გიორგი ერმაკოვს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. მას გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე და 182-ე მუხლებით ედავება, რაც ბიუჯეტიდან თანხის მითვისება-გაფლანგვას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

დაკავებული მაღალჩინოსნების ადვოკატების ნაწილმა ბათუმის წინასწარი დაკავების იზოლატორი უკვე დატოვა. როგორც ბათუმის ყოფილი მერის, ადვოკატმა ჯემალ კიკნაძემ განაცხადა, ერმაკოვი დუმილის უფლებას იყენებს. მისივე ინფორმაციით, მაღალჩინოსანთა სასამართლო პროცესი სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.

შეგასენებთ აჭარის პროკურატურამ ადგილობრივი ხლისუფლების მოქმედი და ყოფილი წევრები გუშინ დააკავა. ჯამში დაპატიმრებულია 7 პირი. გამოძიება მათ 1 370 076 ლარი გაიფლანგვას ედავება.