მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთო მგზავრობაზე 5-ლარიანი ჯარიმა 20 ლარამდე იზრდება. აღნიშნული ცვლილება "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ხორციელდება, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. ამასთან, მგზავრი ვალდებული გახდება მგზავრობის დასაწყისიდანვე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით განახორციელოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხის გადახდა.