მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი ყიფილი კანდიდატი, ლევან იოსელაინი შუალედური არჩევნების მეორე ტურში მახარს არც "ევროპულის სქარათველოს" მაჟორიტარობის კანდიდატს შალვა შავგულიძეს და არც "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატს ლადო კახაძეს არ უჭერს.
როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ შალვა შავგულიძის მიმართ უდიდესი პატივისცემა აქვს, მიიღო გადაწყვეტილება რომ შუალედური არჩევნების მეორე ტურში მხარი არ დაუჭიროს. მისი თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ შავგულიძემ პოლიტიკა დაუკავშირა ისეთ გუნდს, რომლის ხედვებიც იოსელიანისთვის და მისი ამომრჩევლისთვის მიუღებელია.