ირაკლი კობახიძე სააკაშვილის განცხადებაზე - 9 წელი ჰქონდა მას ამ პრობლემის მოსაგვარებლად, თუმცა როგორ მოაგვარა, ძალიან კარგად ხედავთ - Palitra News

ირაკლი კობახიძე სააკაშვილის განცხადებაზე - 9 წელი ჰქონდა მას ამ პრობლემის მოსაგვარებლად, თუმცა როგორ მოაგვარა, ძალიან კარგად ხედავთ

2019-05-28 13:05:31+04:00

მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას დავით გარეჯის მოლაპარაკებებში შუამავლად ჩართვის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება.

"მიხეილ სააკაშვილს ცხრა წელი ჰქონდა ამ პრობლემის მოსაგვარებლად, თუმცა როგორ მოაგვარა ეს საკითხი, ძალიან კარგად ხედავთ"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს დავით გარეჯში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ადგილზე სამართალდამცველების მობილიზება საჭირო გახდა იმისთვის, რომ დაცული იყოს წესრიგი და რაიმე ტიპის პროვოკაცია არ მოხდეს.

რაც შეეხება კითხვას, თუ როგორ აფასებს ის სალომე ზურაბიშვილის ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს და რა როლი აქვს პრეზიდენტს დავით გარეჯის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საკითხის წამოწევა მნიშვნელოვანია, თუმცა ერთადერთი სწორი გზა პრობლემის გადაწყვეტის მეგობარ სახელმწიფოებთან დიალოგია.