უფლისციხეში ექსკურსიის დროს პირველკლასელი დაშავდა - Palitra News

უფლისციხეში ექსკურსიის დროს პირველკლასელი დაშავდა

2019-05-27 14:03:51+04:00

უფლისციხეში ექსკურსიის დროს პირველკლასელი დაშავდა. 7 წლის ბიჭი ძეგლ-ნაკრძალის ტერიტორიაზე სიმაღლიდან გადმოვარდა.

უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ხელმძღვანელის განცხადებით, ბავშვი დაახლოებით 3-4 მეტრი სიმაღლიდან გადმოვარდა. დაცემისას მოზარდმა სხეულის დაზიანებები მიიღო. დაშავებული კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს.

ექიმის განცხადებით პაციენტი გაეწერა კლინიკიდან და გააგრძელებს ამბულატორიულ მკურნალობას.