ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების პროტესტი გრძელდება - Palitra News

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების პროტესტი გრძელდება

2019-05-24 10:00:03+04:00

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების პროტესტი გრძელდება. მაღაროელები მე-8 დღეა შიმშილობენ. ამ დროისთვის გაჩერებულია ყველა მაღარო და სამსახურში გასვლაზე უარს ამბობს სამი ათასზე მეტი დასაქმებული. ისინი ხელფასის მატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. გარდა ამისა, მათი მოთხოვნა მანგანუმით დატვირთული ავტომობილების გადაადგილების აკრძალვაც არის, რაც ეკოლოგიურ საფრთხეს უქმნის მუნიციპალიტეტს. პარალელურად გაფიცულები უკვე გააფრთხილა დამსაქმებელმა კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა". მათ შესაძლოა შრომით ხელშეკრულებები შეუჩერდეთ.