ცესკო - საოლქო საარჩევნო კომისიებში 116 საჩივარია შესული - Palitra News

ცესკო - საოლქო საარჩევნო კომისიებში 116 საჩივარია შესული

2019-05-20 13:16:35+04:00

ცესკოს სპიკერის, ანა მიქელაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში, ჯამში, 116 საჩივარია შესული. როგორც მან ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საჩივრების უმრავლესობა ტექნიკური ხასიათის დარღვევებს ეხება, ხოლო 10 საჩივრით მოთხოვნილია საუბნო შემაჯამებელი ოქმების ბათილობა. მისივე თქმით საოლქო საარჩევნო კომისიები განიხილავენ თითოეულ საჩივარს კანონის პროცედურების დაცვით და მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას.