"მინდა გაგაცნოთ დაზუსტებული შედეგები" - როგორია პირველადი მონაცემები, რომელიც ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე გამოაცხადა - Palitra News

"მინდა გაგაცნოთ დაზუსტებული შედეგები" - როგორია პირველადი მონაცემები, რომელიც ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე გამოაცხადა

2019-05-19 23:40:40+04:00

ზუგდიდში გეგა შენგელიამ 54.08% მიიღო,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.„ოქმების მონაცემებით 54.08% ეკუთვნის გეგა შენგელიას. შესაბამისად, შეიძლება კიდევ ერთხელ თამამად ითქვას, რომ დიდი უპირატესობით პირველივე ტურში გაიმარჯვა ბატონმა გეგა შენგელიამ“,- განაცხადა კობახიძემ.მისივე ინფორმაციით, მარნეულშიც მოიგო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა.„რაც შეეხება მარნეულს, დათვლილია 86 უბანი. 78.75% ზაურ დარგალს ეკუთვნის“,- განაცხადა კობახიძემ.