რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან მუშების საპროტესტო აქცია გაიმართა - Palitra News

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან მუშების საპროტესტო აქცია გაიმართა

2019-05-16 12:00:09+04:00

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან მუშების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ხელფასის გაზრდას და სამუშაო საათების შემცირებას მოითხოვენ. აქციაში მონაწილეობას "რუსთავის ფოლადის" წვრილსორტული საამქროს 50-მდე მუშა იღებს. ისინი ითხოვენ 400-ლარიანი ხელფასის გაზრდას და სამცვლიანი, 12-საათიანი სამუშაო გრაფიკიდან ორცვლიან გრაფიკზე გადასვლას და დამატებითი საათების ანაზღაურებას. მუშათა ნაწილი ამ დროისთვის საწარმოს ხელმძღვანელობას ადმინისტრაციის შენობაში ხვდება.