Facebook-ის ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი კომპანიის გაყოფის წინააღმდეგია - Palitra News

Facebook-ის ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი კომპანიის გაყოფის წინააღმდეგია

2019-05-13 13:15:49+04:00

Facebook-ის ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი კომპანიის გაყოფის წინააღმდეგია. ცუკერბერგი "ფეისბუქის" თანადამფუძნებელ კრის ჰიუზის კომენტარებს გამოეხმაურა, სადაც ჰიუზი ამბობს, რომ ცუკერბერგს აქვს გადაჭარბებული ძალაუფლება მთელ მსოფლიოში, მას ამომრჩევლებზე ზეგავლენაც შეუძლია, ამიტომაც სოციალური ქსელი უნდა დაიყოს.

"როცა წავიკითხე რაც მან დაწერა, პირველ რიგში ვიფიქრე რომ რასაც ის გვთავაზობს პრობლემას ვერ გადაჭრის. ვფიქრობ თუ თქვენ გადარდებთ დემოკრატია და არჩევნები, თქვენ ისურვებდით იყოს ისეთი კომპანია, როგორიც ჩვენია, რომელსაც შეუძლია მილიარდობით დოლარის ჩადება არჩვენებზე ზეგავლენის წინააღმდეგ ბერკეტების შესაქმნელად" - განაცხადა ცუკერბერგმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ წელს კომპანისი ბიუჯეტი მეტად მიმარტულია უსაფრთხოებაზე ვიდრე წინა წლებში.