მეტროსადგურში "სამედიცინო უნივერსიტეტი" ტექნიკური ხარვეზის გამო, მატარებელი ხაზიდან მოხსნეს, რამაც მეტროს მუშაობა შეაფერხა - Palitra News

მეტროსადგურში "სამედიცინო უნივერსიტეტი" ტექნიკური ხარვეზის გამო, მატარებელი ხაზიდან მოხსნეს, რამაც მეტროს მუშაობა შეაფერხა

2019-05-13 11:02:51+04:00

დღეს დილით თბილისის მეტროში მორიგი შეფერხება იყო. როგორც პალიტრანიუსს თბილისის მეტროპოლიტენის პრესსამსახურში განუცხადეს, მეტროსადგურში "სამედიცინო უნივერსიტეტი" ტექნიკური ხარვეზის გამო, საჭირო გახდა მატარებლის მგზავრებისგან დაცლა. მათივე განმარტებით, აღნიშნული მატარებლის ხაზიდან მოხსნის გამო, გადაადგილებას შორის ინტერვალი გაიზარდა, რამაც მეტროს სხვადასხვა სადგურებზე მგზავრთა გადატვირთულობა გამოიწვია.