თავდასხმა 5-ვარსკვლავიან სასტუმროზე პაკისტანში - შენობაში სულ მცირე 3 შეირაღებული პირი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა - Palitra News

თავდასხმა 5-ვარსკვლავიან სასტუმროზე პაკისტანში - შენობაში სულ მცირე 3 შეირაღებული პირი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა

2019-05-11 19:04:05+04:00

პაკისტანში 5-ვარსკვლავიან სასტუმრო Pearl Continental Hotel-ზე თავდასხმა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ‘ბიბისი“ ავრცელებს. შემთხვევა ავღანეთის სამხრეთით მდებარე ბალუჯისტანის შტატის ქალაქ გვადარში მოხდა. პაკისტანის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით სასტუმროში სულ მცირე 3 შეირაღებული პირი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. ისინი აცხადებენ, რომ სასტუმროს შენობიდან სტუმრებისა და პერონალის უმეტესობა გაყვანილია. ჯერჯერობით მომხდართან დაკავშირებით სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ ბულაჯისტანის ოლქში რამდენიმე ტერორისტული დაჯგუფება მოქმედებს. მათ შორის არიან პაკისტანის თალიბანი და სუნიტური დაჯგუფება ლაშქარ-ე-ჯანგვი.