დაკავებული 85 წლის ბრალდებულის შვილიშვილი და სროლა 2 სხვადასხვა იარაღიდან: რა ახალი გარემოებებია ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობის საქმეში - Palitra News

დაკავებული 85 წლის ბრალდებულის შვილიშვილი და სროლა 2 სხვადასხვა იარაღიდან: რა ახალი გარემოებებია ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობის საქმეში

2019-05-11 11:46:44+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ ყანდაურაში მომხდარი 4 ადამიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ომარ გამყრელიძის შვილიშვილი დაკავა. ამის შესახებ ინფორმაცია "პალიტრანიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.ახალგაზრდას მამაკაცს გამოძიება ცეცლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების შენახვა ტარებას ედავება. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით.ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროში ცოტა ხნის წინ „პალიტრანიუსს“ განუცხადეს, რომ სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით დად­გინ­და, რომ ტრაგედიის ად­გილ­ზე სრო­ლა ორი სხვა­დას­ხვა ია­რა­ღით გან­ხორ­ცი­ელ­და. ამ ეტაპზე კი ად­გი­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლია მხო­ლოდ ერთი. მეორე იარაღის სამძებრო სამუშაოები კი ინტენსიურად ხორციელდება.