"დაახლოებით 15 წუთში თავს დაგვესხა სუს-ის ზონდერ ჯგუფები" - სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ სოფელ რიყეში მათი საარჩევნო კამპანიის ჩაშლა სცადეს - Palitra News

"დაახლოებით 15 წუთში თავს დაგვესხა სუს-ის ზონდერ ჯგუფები" - სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ სოფელ რიყეში მათი საარჩევნო კამპანიის ჩაშლა სცადეს

2019-05-10 20:22:34+04:00

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ სოფელ რიყეში საარჩევნო კამპანიის დროს თავს რამდენჯერმე დაესხნენ. გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის მტკიცებით, პირები, რომლებიც მათი საარჩევნო კამპანიის ჩაშლას ცდილობდნენ, სუს-ის მიერ არიან მართული.მისივე ინფორმაციით, მათ ადგილზე კოორდინირებას მერიის თანამშრომელი უწევდა. დეკანოიძემ ბრიფინგზე ფოტომასალაც წარადგინა. მან ასევე აღნიშნა, რომ მოსახლეობასთან შეხვედრებისას მათ დაჰყვებოდათ ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელ შოთა ბაჯალაძის მანქანა.