მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მივიდა - Palitra News

მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მივიდა

2019-05-10 16:01:43+04:00

მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მივიდა. მაჩალიკაშვილი ე.წ. მოდულის შენობაში 2 ადვოკატთან ერთად შევიდა. სუს-ის შენობასთან ასევე იმყოფებიან მაჩალიკაშვილის მეუღლე და მისი მხარდამჭერები. როგორც მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, ის დაკავებას არ ელოდება, ვინაიდან არის უდანაშაულო და სჯობს დააკავონ ის ადამიანები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს, თუმცა ამის მიუხედავად სუს-ში სხედან.