მსოფლიოს კინოთეატრებში გამოსვლიდან მეათე დღეს „შურისმაძიებლები: დასასრული“-ს შემოსავლებმა 2 მილიარდიანი ზღვარი გადალახა. ის მსოფლიო კინოინდუსტრიაში მეხუთე ფილმია, რომელმაც 2 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. ის ამავდროულად არის 2 მილიარდამდე ყველაზე სწრაფად მზარდი ფილმი კინოსამყაროში.
კერძოდ, „შურისმაძიებლები: დასასრულის“ გლობალური შემოსავლები გამოსვლიდან 10 დღის განმავლობაში 2 მილიარდ 188 მილიონ 700 ათასი დოლარია, აქედან შეერთებულ შტატებზე 620 მილიონამდე, ხოლო დანარჩენი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაზე მოდის.ის ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმებს შორის მეორე ადგილზეა და მხოლოდ 2009 წელს გამოსულ „ავატარს“ ჩამორჩება, რომლის ანგარიშზეც 2 მილიარდ 780 მილიონი დოლარია.
ამ ნიშნულის მისაღწევად „ავატარს“ 4 თვე დასჭირდა, ხოლო იმ ტემპის გათვალისწინებით, როგორითაც „შურისმაძიებლები: დასასრულის“ სალარო შემოსავლები იზრდება, არ არის გამორიცხული, მან ახალ რეკორდულ ნიშნულს - 3-მილიარდიან სალარო შემოსავალს მიაღწიოს.