"ქართული ოცნების" ზუგდიდის საარჩევნო შტაბთან ხმაური იყო - Palitra News

"ქართული ოცნების" ზუგდიდის საარჩევნო შტაბთან ხმაური იყო

2019-05-08 15:09:43+04:00

"ქართული ოცნების" ზუგდიდის საარჩევნო შტაბთან , სადაც ბიზნესმენი მანანა მიქავა თავის მხარდამჭერებთან ერთად აქციას მართავდა ვითარება დაიძაბა. ის მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდა. მიქავამ შენობაში შესვლა სცადა, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მისცეს. ხმაური ჟურნალისტის კითხვას მოყვა. მიქავამ მას მოგზავნილი უწოდა.

შეგახსენებთ, საუბარია ზუგდიდის ცენტრში, მდინარე ჩხოუშის ნაპირთან მდებარე 9 ათას კვადრატულ მეტრამდე ფართობზე, რომელიც მანანა მიქავას წინა ხელისუფლების დროს იჯარით 150 000 დოლარად გადაეცა. მას 4 მილიონიანი ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, თუმცა ვალდებულებები გარკვეული მიზეზების გამო ვერ განახორციელა და ხელშეკრულება გაუუქმეს. საბოლოოდ, აღნიშნული ტერიტორია ზუგდიდის მერიის ბალანსზე რჩება.