პაკისტანის ქალაქ ლაჰორეში აფეთქების შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა. "ბიბისის" ცნობით, აფეთქება მუსლიმანი სუფისტების სალოცავთან მოხდა.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, დაშავებულია არაერთი ადამიანი. გავრცელებული ცნობით, თავდასხმის სამიზმე პოლიციის მანქანა იყო. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. მობილიზებულია პოლიციაც.
სალოცავი სადაც აფეთქება მოხდა, ერთ-ერთი ყველაზე ძველი მუსლიმანური მეჩეთია სამხრეთ აზიაში. შეგახსენებთ, სუფიზმს ისლამის მისტიკურ მიმდინარეობას უწოდებენ.