მანქანის მძღოლი, რომელსაც #46 ავტობუსის მძღოლის დაჭრას ედავებიან, დაკავებულია - Palitra News

მანქანის მძღოლი, რომელსაც #46 ავტობუსის მძღოლის დაჭრას ედავებიან, დაკავებულია

2019-05-07 16:55:52+04:00

მანქანის მძღოლი, რომელსაც # 46 ავტობუსის მძღოლის დაჭრას ედავებიან, დაკავებულია. როგორც "პალიტრანიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულს გულისხმობს. დაკავებული შუა ხნის მამაკაცია.

მამაკაცი, რომელმაც სავარაუდოდ, ავტობუსის მძღოლი დაჭრა, ინციდენტის შემდეგ, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მას პოლიცია რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდა. #46 ავტობუსის მძღოლი კერძო მანქანის მძღოლმა დაჭრა, ინციდენტს კი წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.