ვიცე-პრემიერი, ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი დღეს ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოებს დაათვალიერებს. მაია ცქიტიშვილი "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალურ დირექტორ ლევან ახვლედიანს შეხვდება და სამუშაოებს ადგილზე გაეცნობა. ლევან ახვლედიანი მინისტრს პროექტის პრეზენტაციას წარუდგენს.
ცნობისთვის, ეს ანაკლიაში ინფრასტრუქტურისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მაია ცქიტიშვილის პირველი ვიზიტია.