06:41
24 აგვისტო, 2019, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
12 მლნ-მდე დაუბრუნებელი და 169 პირის გაფლანგული თანხა - "მიკროკრედიტის" წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს აწარმოებენ
07-08-2019

სს (სააქციო საზოგადოება) „მიკროკრედიტის“ მიმართ სისხლის სამართლის საქმე იწარმოება. სწორედ ეს გახდა ორგანიზაციის მიმართ დაწყებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის მიზეზი. ამის შესახებ, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე გამოქვეყნდა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს „მიკროკრედიტის“ ხელმძღვანელ პირთა მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე. საქმეზე დაზარალებულად 169 პირია ცნობილი.
ამასთან, გამოძიებით დადგენილია, რომ დღეის მდგომარეობით „მიკროკრედიტს“ ჰყავს 115 თამასუქის შემძენი პირი, რომელთათვისაც 11 მილიონ 748  ათას 417 ლარი აქვს დასაბრუნებელი. თუმცა, იმის გამო, რომ ორგანიზაციას აქვს ფინანსური პრობლემები, იგი თამასუქის შემძენ პირებს  კუთვნილ თანხას ვერ უბრუნებს.

AutoPlay
თბილისის მარჯვენა სანაპიროზე საბავშვო ბაღების საკვებით მომარაგების ტენდერი ხელახლა გამოცხადდა
გამოქვეყნდა 15 საათის წინ
Wizzair-ი 2 ახალ მიმართულებას ამატებს - რა ეღირება ფრენები ბოლონიასა და კიოლნში
გამოქვეყნდა 15 საათის წინ
ჩინეთს ფილიპინებზე ონლაინ თამაშები აკრძალვა სურს
გამოქვეყნდა 21 საათის წინ
ჩინურ პროდუქციაზე საბაჟო ტარიფები ამერიკელებს ცხოვრებას გაუძვირებს
გამოქვეყნდა 21 საათის წინ
ევერესტის მწვერვალის სიახლოვეს პოლიეთილენის პარკების გამოყენება აიკრძალება და რეგულაციები გამკაცრდება
გამოქვეყნდა 21 საათის წინ
პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების ფასი სასაკლაოებში შემცირდა
გამოქვეყნდა 21 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები