"სულ ჩხუბში იყვნენ, ჩემი შვილი მიმალავდა ყველაფერს" - რას ამბობს მამამთილის მიერ მოკლული რძლის დედა? - Palitra News

"სულ ჩხუბში იყვნენ, ჩემი შვილი მიმალავდა ყველაფერს" - რას ამბობს მამამთილის მიერ მოკლული რძლის დედა?

2019-05-03 12:07:02+04:00

საგარეჯოში მამამთილის მიერ მოკლული რძლის დედა ნინო სოროზნიშვილი აცხადებს, რომ მის შვილს მამამთილთან კონფლიქტი ხშირად ჰქონდა.„კონფლიქტი სულ ჰქონდათ, მაგრამ ჩემი შვილი სულ მიმალავდა. დიდი უბედურება მოხდა. ჩემს შვილს შვილი არ ჰყავდა და ასე გააუბედურეს. მამამთილმა მოკლა. მიზეზი არ ვიცი. ამ კაცს არანაირი ფსიქიკური აშლილობა არ ჰქონდა",- განაცხადა გარდაცვლილის დედამ.შეგახსენებთ, რომ პოლიციამ 85 წლის მამაკაცი დააკავა, რომელმაც საგარეჯოში შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა. შსს-ს ცნობით, დაკავებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიჯრით, რამდენიმე გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ერთდროულად 4 ადამიანს - შვილს, რძალს და ორ მეზობელს, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლეს და მოკვლით ემუქრებოდა სხვა პირებსაც.

იხილეთ:

"ჩემმა ცოლმა დაიწყო - შვილო რა მოგივიდაო და ახალ იმას ესროლა" - საგარეჯოში მოკლული ქალის ქმარი ოთხმაგი მკვლელობის შესახებ

85 წლის მამაკაცმა შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა - სასტიკი მკვლელობა საგარეჯოში მოხდა

დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც საგარეჯოში შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა - ბრალდებულმა დაჭრა მეუღლე და მოკვლით ემუქრებოდა სხვა პირებსაც