"განგებ ჩახტა, იღიმოდა და რაღაც წინადადებებს ამბობდა" - რა დეტალებს ჰყვებიან თვითმხილველები, რომლებიც "სარაჯიშვილზე" ტრაგიკულ ფატქს შეესწრნენ - Palitra News

"განგებ ჩახტა, იღიმოდა და რაღაც წინადადებებს ამბობდა" - რა დეტალებს ჰყვებიან თვითმხილველები, რომლებიც "სარაჯიშვილზე" ტრაგიკულ ფატქს შეესწრნენ

2019-05-03 11:26:56+04:00

თვითმხილველები მეტროსადგურ „სარაჯიშვილზე“ მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დეტალებზე საუბრობენ. როგორც "პალიტრანიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს, მემანქანემ მატარებლის დამუხრუჭება სცადა და ახალგაზრდა მამაკაცს ლიანდაგიდან გადასვლისკენ "უწყვეტი სიგნალით" მოუწოდებდა, თუმცა შეჯახება მაინც მოხდა."დავინახეთ, რომ ახალგაზრდა ბიჭი განგებ ჩახტა ლიანდაგზე. იქამდე იღიმოდა და რაღაც წინადადებებს ამბობდა. მემანქანემ სცადა, თუმცა ვერ მოახერხა მატარებლის გაჩერება", - აცხადებენ თვითმხილველები.დაღუპული 20 წლამდე ბიჭია.