კარიბის ზღვაში აშშ-ის საკრუიზო გემზე წითელას შემთხვევის გამო კარანტინი გამოცხადდა - Palitra News

კარიბის ზღვაში აშშ-ის საკრუიზო გემზე წითელას შემთხვევის გამო კარანტინი გამოცხადდა

2019-05-02 16:47:39+04:00

კარიბის ზღვაში აშშ-ის საკრუიზო გემზე წითელას შემთხვევის გამო კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაცის "ბიბისი" ავრცელებს. შემთხვავა კარიბის ზღვის კუნძულოვან სახელმწიფო სენტ-ლუსიასთან ახლოს მოხდა.

აღსანიშნავია, რომ საკრუიზო ლაინერი "ფრივინდსი", რომელიც აშშ-ის სანეტოლოგების ეკლესიის ადმინისტრაციას ეკუთვნის, კუნძულის ერთ-ერთ პორტში აპირებდა გაჩერებას, თუმცა გემზე არსებული ინფექციური დაავადების აღმოჩენის გამო, მას პორტში შესვლა აეკრძალა.

მედიის ცნობით, გემზე 300-მდე ადამიანი იმყოფება.