ნიკა მელია და ზაზა პაპუაშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - Palitra News

ნიკა მელია და ზაზა პაპუაშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

2019-05-01 13:06:31+04:00

პარლამენტში დეპუტატები ნიკა მელია და ზაზა პაპუაშვილი ერთმანეთს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ფიზიკური დაპირისპირების შესახებ ჟურნალისტებთან ინფორმაციას თავად ზაზა პაპუაშვილი ადასტურებს და აცხადებს, რომ შემთხვევა პარლამენტის ეზოში მოხდა.

დეპუტატები ერთმანეთს პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ, თუმცა არც ერთი მათგანი კონკრეტულ მიზეზზე, რასაც ჯერ სიტყვიერი და მერე ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, არ საუბრობს. სიტუაცია ადგილზე დაცვის სამსახურმა განმუხტა.

იხილეთ:

"რაც მისაღები იყო მიიღო და კიდევ მიიღებს, გამომიწვია ჩხუბში" - ზაზა პაპუაშვილის კომენტარი ნიკა მელიასთან დაპირსპირების შემდეგ

"ბევრი რამ შერჩა, არ ვაპირებ ლანძღვა-გინების მოთმენას" - რას ამბობს ნიკა მელია ზაზა პაპუაშვილთან ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ?