შსს-მ სალომე ზურაბიშვილის მიერ დონალდ ტრამპის პოსტის გაზიარების საკითხის შესწავლა დაიწყო - Palitra News

შსს-მ სალომე ზურაბიშვილის მიერ დონალდ ტრამპის პოსტის გაზიარების საკითხის შესწავლა დაიწყო

2019-04-30 16:03:11+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოსტის გაზიარების საკითხის შესწავლა დაიწყო.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ის ტვიტი გააზიარა, სადაც ტრამპი ჯო ბაიდენს "მძინარას" უწოდებს. თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ შეცდომას, რომელიც სოციალური ქსელების მართვის მენეჯერმა დაუშვა. ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ გამორიცხეს კიბერთავდასხმაც.