საქართველოში Black Eyed Peas-ის კონცერტი გაიმართება - Palitra News

საქართველოში Black Eyed Peas-ის კონცერტი გაიმართება

2019-04-30 14:22:18+04:00

16 ივნისს, შეკვეთილში, "ბლექ სი არენაზე", Black Eyed Peas-ის კონცერტი გაიმართება. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესოდ გაყიდვადი ჯგუფი საქართველოს ბოლო ალბომის მხარდამჭერი ტურნეს ფარგლებში ეწვევა.

Black Eyed Peas ("ბლექ აიდ ფის") "გრემის" 6 ჯილდოს მფლობელი ამერიკული მუსიკალური პროექტია, რომელიც სამი არტისტისგან შედგება.

ჯგუფი 1995 წელს დაარსდა და თავდაპირველად ძირითად აქცენტს ჰიპ-ჰოპზე აკეთებდა, მოგვიანებით კი შემოქმედებითი საქმიანობის მასშტაბი მნიშვნელოვნად გაზარდა და Black Eyed Peas გლობალური მუსიკალური ფენომენი გახდა.