ადგილი ჰქონდა ტექნიკურ შეცდომას, არ შეიძლება კიბერთავდასხმის გამორიცხვაც - პრეზიდენტის ადმინისტრაცია ტრამპის პოსტის გაზიარებაზე - Palitra News

ადგილი ჰქონდა ტექნიკურ შეცდომას, არ შეიძლება კიბერთავდასხმის გამორიცხვაც - პრეზიდენტის ადმინისტრაცია ტრამპის პოსტის გაზიარებაზე

2019-04-30 14:03:15+04:00

პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დონალდ ტრამპის ტვიტის გაზიარებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის განმარტებით, ადგილი ჰქონდა ტექნიკურ შეცდომას, რომელიც სოციალური ქსელების მართვის მენეჯერმა დაუშვა. მისი თქმით, აღნიშნული შემთხვევის მოკვლევა მიმდინარეობს და არ გამოირიცხება კიბერთავდასხმაც. ზურაბიშვილმა ტვიტერზე ტრამპის ის ტვიტი გააზიარა, სადაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენს "მძინარას" უწოდებს.