პოლონეთმა, გერმანიამ, უკრაინამ და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ მილსადენ "დრუჟბა"-ს გავლით რუსეთიდან ნავთობის იმპორტი შეწყვიტეს - Palitra News

პოლონეთმა, გერმანიამ, უკრაინამ და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ მილსადენ "დრუჟბა"-ს გავლით რუსეთიდან ნავთობის იმპორტი შეწყვიტეს

2019-04-27 18:55:12+04:00

პოლონეთმა, გერმანიამ, უკრაინამ და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ განაცხადა, რომ რუსეთიდან იმპორტირებული ნავთობი მიმდინარე კვირას დაბინძურებული იყო, რის გამოც მათ მილსადენ „დრუჟბა“-ს გავლით ნავთობის იმპორტი შეწყვიტეს. მომხდარის გამო გამოძიება დაწყებულია, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მომხდარს ძალოვანი უწყების წარმომადგენლები გამოიძიებენ. აღნიშნული საკითხი კრემლის ლიდერთან ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მიმდინარე ფორუმის ფარგლებში ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განიხილა. როგორც ლუკაშენკოს ადმინისტრაციამ განაცხადა, პუტინმა პირობა დადო, რომ გამოიძიებს ამ საკითხს. ამასთან როგორც ცნობილია, რუსეთი აპრილის ბოლომდე აღადგენს ევროპისთვის ნავთობის მიწოდებას მილსადენ „დრუჟბას“ საშუალებით.