მოზამბიკს კიდევ ერთმა ძლიერმა ციკლონმა გადაუარა, დაიტბორა ათასობით სახლი - მოსახლეობას მოუწოდებენ შემაღლებულ ადგილებზე გადავიდნენ - Palitra News

მოზამბიკს კიდევ ერთმა ძლიერმა ციკლონმა გადაუარა, დაიტბორა ათასობით სახლი - მოსახლეობას მოუწოდებენ შემაღლებულ ადგილებზე გადავიდნენ

2019-04-27 16:44:49+04:00

მოზამბიკს კიდევ ერთმა ძლიერმა ციკლონმა გადაუარა თავს. დაიტბორა და დაზიანდა ათასობით საცხოვრებელი სახლი. ქარის სიჩქარემ საათში 220 კილომეტრს მიაღწია. ქვეყნის სანაპირო რეგიონებში გადაუღებლად წვიმს, რის გამოც შიშობენ, რომ მდინარეებში წყლის დონე მოიმატებს. მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს სანაპირო ზოლი დატოვონ და შემაღლებულ ადგილებზე გადავიდნენ.

შეგახსენებთ, მოზამბიკს გასულ თვეს ციკლონი „იდაი“ დაატყდა თავს, რასაც ასობით ადამიანი შეეწირა. საპორტო ქალაქი ბეირა კი მნიშვნელოვნად დაზიანდა. მოსახლეობა ჯერ წინა თვის ციკლონის შედეგების აღმოფხვრას ცდილობდა, როდესაც მათ მეორე ციკლონმა გადაურა.