ბრალდებულმა ზუგდიდში მარკეტი ცივი იარაღის მუქარით დააყაჩაღა და 150-ლარამდე ფული გაიტაცა - შსს დაკავების კადრებს ავრცელებს - Palitra News

ბრალდებულმა ზუგდიდში მარკეტი ცივი იარაღის მუქარით დააყაჩაღა და 150-ლარამდე ფული გაიტაცა - შსს დაკავების კადრებს ავრცელებს

2019-04-27 14:06:09+04:00

სამართალდამცველებმა ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ცივი იარაღის მუქარით ზუგდიდში თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე მარკეტი დააყაჩაღა, 150-ლარამდე ფული გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.