ევროპულ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა ზრდის სტატისტიკის შესამცირებლად კონკრეტული გეგმები დავსახეთ - დავით ზალკალიანი - Palitra News

ევროპულ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა ზრდის სტატისტიკის შესამცირებლად კონკრეტული გეგმები დავსახეთ - დავით ზალკალიანი

2019-04-25 18:32:10+04:00

საქართველოს ხელისუფლებამ ევროპაში, თავშესაფრის მაძიებელთა ზრდის სტატისტიკის შესამცირებლად კონკრეტული სამოქმედო გეგმები დასახა. როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, კონკრეტული სამოქმედო გეგმები დაისახა, რასაც შედეგად მოჰყვება ის, რომ საგრძნობლად შემცირდება თავშესაფრის მაძიებელთა ზრდის სტატისტიკა ევროპულ ქვეყნებში და არ დადგება შეჩერების მექანიზმის ამოქმედების აუცილებლობა. მისი ინფორმაციით, გარკვეული ცვლილებები იქნება საჭირო, რათა უვიზო რეჟიმით ისარგებლონ მათ, ვინც კეთილსინდისიერად მიემგზავრება შენგენის სივრცეში.