გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და ნიადაგში ტყვიის შემცველობის მონიტორინგის არეალს რეგიონებში აფართოებს. სპეციალისტები თერჯოლის მუნიციპალიტეტის N1-ლი საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, სადაც ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის და წყლის სინჯები აიღეს. შერჩეულ ლოკაციებზე ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგისა და წყლის სინჯების აღება მიმდინარეობს. მიღებული კვლევის შედეგები გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსდება.