მსოფლიოში ბოლო რვა წლის განმავლობაში წლის განმალობაში 20 მილიონზე მეტი ბავშვი არ იცრებოდა წითელას წინააღმდეგ, რის გამოც დღეს ამ დაავადების გამო არაერთ ქვეყანაში ეპიდემიაა. ამის შესახებ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციაში განაცხადეს.
"წითელას ვირუსი ყოველთვის იპოვის აუცრელ ბავშვს. იმ ეპიდემიის საფუძველი, რის წინაშეც დღეს მსოფლიო დგას, წლების შედეგია", - განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელმა ჰენრიეტა ფორემ. მისივე თქმით, 2010დან 2017 წლამდე 169 მილიონი ბავშვი არ აცრილა, რაც იმას ნიშნავს რომ წლის განმავლობაში საშუალოდ 21,1 მილიონი ბავშვი არ აუცრიათ წითელას ვირუსის წინააღმდეგ. შედეგად, წითელას ინფექცია 2019 წლის პირველ კვარტალში 2-018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაოთხმაგდა. 2017 წელს კი 110 000 ადამიანი, უმრავლესობა მცირეწლოვნები, წითელას შედეგად დაიღუპა, რაც 2016 წელთან შედარებით 22 პროცენტით მაღალია.
წითელას ვირუსის წინააღმდეგ ერთდაერთი პრევენცია ვაქცინაა, რაზეც ბევრი მშობელი უარს აცხადებს მედიაში გავრცელებული არასწორი ინფორმაციის გამო, რომლის მიხედვითაც, თითქოს აცრა რაიმე დაავადებებს იწვევდეს ბავშვებში.