"წყალი ადიდება და ხელს ვკიდებ ბავშვებს, რომ არ დამეხრჩონ" - სახლი, სადაც ორი ბებია ორ ობოლ შვილიშვილს ზრდის და ირონია გამგეობიდან, მუქარა - სოციალური სამსახურიდან - Palitra News

"წყალი ადიდება და ხელს ვკიდებ ბავშვებს, რომ არ დამეხრჩონ" - სახლი, სადაც ორი ბებია ორ ობოლ შვილიშვილს ზრდის და ირონია გამგეობიდან, მუქარა - სოციალური სამსახურიდან

2019-04-23 15:19:25+04:00

ჩოხატაურის სოფელ ხიდისთავში კალანდაძეების ოჯახის მძიმე პირობებს გაგაცნობთ. ოჯახში, სადაც ორი ბებია და ორი შვილიშვილი ცხოვრობს, შემოსავლის ძირითადი წყარო სოციალურად დაუცველის შემწეობაა. ამ სახლში ჩამონგრეული ჭერი, ჩავარდნილი იატაკი, წვიმის დროს შიგნიდან დასველებული კედლები და ყოველდღიური ბრძოლაა გადარჩენისთვის.