ადგილები თბილისში, სადაც ტურისტული ბილიკების მოწყობა იგეგმება - Palitra News

ადგილები თბილისში, სადაც ტურისტული ბილიკების მოწყობა იგეგმება

2019-04-22 11:02:33+04:00

თბილისში ტურისტული ბილიკების შესწავლისა და პროექტირების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით ტენდერო გამოცხადდა. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 29 აპრილს დაიწყება და 2 მაისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 20 ათასი ლარია. საუბარია, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 3 ტურისტული - სამთო - საფეხმავლო ბილიკის შესწავლის და შესაბამისი საპიკნიკე და საოჯახო ტურიზმზე ორიენტირებული ტერიტორიებისა და ინფასტრუქტურის პროექტირების მომსახურების შესყიდვაზე. აღნიშნული სამთო-საფეხმავლო მარშრუტებია: კუს ტბა - უძოს მონასტერი; ლისის ტბა - სოფელი წოდორეთი - სოფელი ტაბარუკი - ჭილის ტბა და ვერეს ხეობის მარშრუტი.