სავარაუდოდ, პანკისის ხეობის მიმართულებით შსს-ს დამატებითი სპეცკოლონა მიდის - Palitra News

სავარაუდოდ, პანკისის ხეობის მიმართულებით შსს-ს დამატებითი სპეცკოლონა მიდის

2019-04-21 13:09:23+04:00

სავარაუდოდ, პანკისის ხეობის მიმართულებით შსს-ს დამატებითი სპეცკოლონა მიდის. სპეცკოლონამ ცოტა ხნის წინ უჯარმის ტერიტორიაზე გაიარა.პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში პოლიციასა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება ჰესის მშენებლობის დაწყებას მოჰყვა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.