საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბორდი დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხზე დღეს იმსჯელებს. მისი თანამდებობიდან გადაყენება ბორდის ორმა წევრმა - ირაკლი დარცმელიძემ დ გიგა ჩხარტიშვილმა მოითხოვა. ბორდის აღნიშნული ორი წევრი ამბობს, რომ ნათია კაპანაძის ხელმძღვანელობის პირობებში მაუწყებელში არ სრულდება პრიორიტეტები და ტელევიზიის რეიტინგმა იკლო. ბორდის წევრების თქმით, არხის ბიუჯეტიდან თანხები არამიზნობრივად დაიხარჯა.
ნათია კაპანაძის თანამდებობიდან გადასაყენებლად ბორდის ხუთ წევრიანი შემადგენლობიდან სამი წევრის თანხმობაა საჭირო. ნათია კაპანაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს სამი წელია ხელმძღვანელობს და ამ პოსტს ვადის ამოწურვამდე დაახლოებით ექვსი თვე რჩება.
თავის მხრივ, ნათია კაპანაძე აცხადებს, რომ მისი ხელმძღვანელობის პირობებში აჭარის ტელევიზიამ სარედაქციო დამოუკიდებლობა მოიპოვა, რაც საერთაშორისო ორგანიზაციებმაც აღიარა.
რაც შეეხება არხის თანამშრომლებს, საინფორმაციო სამსახურის 13 ოპერატორი დღეს პროტესტის ნიშნად მუშაობას წყვეტეს.
ოპერატორები ამბობენ, ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების გაზრდას ითხოვენ.