გადაწყვეტილება შეთანხმდა როგორც ქობულიასთან, ასევე ნათია თურნავასთან და უმრავლესობის ლიდერებთან - კახა კახიშვილი - Palitra News

გადაწყვეტილება შეთანხმდა როგორც ქობულიასთან, ასევე ნათია თურნავასთან და უმრავლესობის ლიდერებთან - კახა კახიშვილი

2019-04-18 22:05:08+04:00

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის კახა კახიშვილის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება შეთანხმდა როგორც თავად ქობულიასთან, ასევე ნათია თურნავასთან და უმრავლესობის ლიდერებთან. აღნიშნულის შესახებ კახიშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე წუთის წინ განუცხადა. ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე გიორგი ქობულიას ნაცვლად, ნათია თურნავას დანიშვნის გადაწყვეტილების მიზეზებზე მთავრობის ადმინისტრაციაში არ საუბრობენ. კახიშვილის თქმით, 19 აპრილს მთავრობის სხდომის დაწყებამდე, პრემიერ-მინისტრი აღნიშნულ საკითხზე დამატებით განმარტებებს გააკეთებს.