ვერცხლის ფასი მსოფლიო ბაზარზე მცირდება - როგორია ფასები საქართველოში? - Palitra News

ვერცხლის ფასი მსოფლიო ბაზარზე მცირდება - როგორია ფასები საქართველოში?

2019-04-17 15:08:43+04:00

მსოფლიო ბაზარზე, ოქროს მსგავსად, ვერცხილის ფასიც შემცირდა. კერძოდ, 2019 წლის აპრილში 1 უნცია ვერცხლის ღირებულება 15,04 (მეასედ) დოლარს, ხოლო 1კილოგრამის ფასი 483,4 (მეათედ) დოლარს შეადგენს. მაშინ როდესაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში, 1 უნცია ვერცხლი 17,1(მეათედი) დოლარი, ხოლო 1 კილოგრამი - 550,5 (მეათედი) დოლარი ღირდა.

რაც შეეხება ფასებს საქართველოში, მოვაჭრეები "პალიტრანიუსთან" საუბრისას აცხადებენ, რომ 2019 წლის აპრილში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1 კილოგრამი ვერცხლის ღირებულება საშუალოდ, 10 ლარით გაძვირდა. ახლა 1 გრამი ვერცხლი 1,20 – 1,30-ის ფარგლებში მერყეობს.