ვიდეოში თეთრი შოკოლადის ტრუფელის მარტივად მომზადებას გასწავლით. ავიღოთ 225 გრამი თეთრი შოკოლადი და პატარა ნაწილებად დავჭრათ. მოვათავსოთ ჯამში და დავამატოთ დაახლოებით 25 გრამი კარაქი. დავასხათ 60 მილი ლიტრი ნაღები, დავამტოთ მარილი და დავდგათ ცეცხლზე რათა მთლიანი მასა თხევადი გახდეს. შემდეგ დავამატოთ ერთი ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი. დავაყაროთ 33 გრამი გამომშრალი და დაჭრილი ქოქოსის კაკალი. კარგად აურიეთ და შემდეგ ჯამი სპეციალური ცელოფნით შეფუთეთ და დატოვეთ 2 საათით. შემდეგ მრგვალი ფორმები გააკეთეთ და ქოქოსის გამომშრალ და დაჭრილ მასაში ამოურიეთ. მიირთვით გემრიელად.