რას ჰყვება მამაკაცი, რომელმაც სავალუტო ჯიხურში უცხოელისა და მოლარის ინციდენტი გადაიღო - "ნაწყენები იყვნენ, ტურისტები არ არიან, მეუღლე დეპუტატია" - Palitra News

რას ჰყვება მამაკაცი, რომელმაც სავალუტო ჯიხურში უცხოელისა და მოლარის ინციდენტი გადაიღო - "ნაწყენები იყვნენ, ტურისტები არ არიან, მეუღლე დეპუტატია"

2019-04-11 17:50:51+04:00

ხმა­უ­რი­ა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბა, რო­მე­ლიც გუ­შინ პე­კი­ნის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთ სა­ვა­ლუ­ტო ჯი­ხურ­ში მოხ­და, მო­ქა­ლა­ქე ზაზა მეზვრიშ­ვილ­მა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ონ­ლა­ინ-რე­ჟიმ­ში გა­ნა­თავ­სა.სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა ჯი­ხუ­რის მო­ლა­რე­სა და მეზვრიშ­ვილს შო­რის იმას მოჰ­ყვა, რომ მა­მა­კა­ცის უცხო­ელ­მა სტუ­მარ­მა ვა­ლუ­ტის გა­დამ­ცვლელ პუნ­ქტში დო­ლა­რი და­ა­ხურ­და­ვა, რის­თვი­საც სა­კო­მი­სიო 9% გა­და­ახ­დე­ვი­ნეს - ყა­ზა­ხე­თის მო­ქა­ლა­ქეს 200 აშშ დო­ლა­რის გა­და­ხურ­და­ვე­ბა­ში მო­ლა­რემ მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ფა­სუ­რად 48 ლარი გა­მო­არ­თვა. უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის გა­მოთ­ქმის შემ­დეგ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მო­ლა­რე კა­ნო­ნით ვალ­დე­ბუ­ლია 30 წუ­თის ვა­და­ში თან­ხა უკან და­უბ­რუ­ნოს მომ­ხმა­რე­ბელს, მან აღ­ნიშ­ნულ­ზე უარი გა­ნა­ცხა­და.