ტაქსის მძღოლებს შესაძლოა, მანქანების გადაღებვა აღარ მოუწიოთ და მათ ავტომანქანაზე მხოლოდ თეთრი ფერის ფირი გადააკრან. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ელოშვილმა აღნიშნა, ამ დროისთვის ლიცენზია 27 ათას მძღოლს აქვს აღებული.მერის მოადგილემ ტაქსის რეფორმის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თბილისი იმსახურებს ქალაქში დადიოდნენ მოწესრიგებული, თეთრი ფერის, სუფთა ტაქსები". ტაქსის რეფორმის მეორე ეტაპი 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან იწყება. ამ დღიდან დედაქალაქში მოძრავი ტაქსები თეთრი ფერის უნდა იყოს.